რუსეთის უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენელს

რუსეთის უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენელს მიზანშეწონილად მიაჩნია
რუსეთის უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენელს მიზანშეწონილად მიაჩნია
რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნა ხმელთაშუა ზღვაზე. ადმირალმა ვლადიმირ მაზორინმა დღეს უკრაინაში, სევასტოპოლის ნავსადგურში ვიზიტისას ისაუბრა ხმელთაშუა ზღვის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ამასთან, მას არ უთქვამს, სად იქნება ბაზა ზღვაზე, რომელსაც რუსეთი არ ესაზღვრება. წარსულში საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალები ხმელთაშუა ზღვის აუზში სირიის ნავსადგურ ტარტუსზე იყვნენ წარმოდგენილი.