ყირგიზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა

ყირგიზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა,
ყირგიზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფელიქს ყულოვმა,
რომელსაც საზოგადოებრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს, მთავრობა დაადანაშაულა ოპოზიციის ლიდერების დისკრიმინაციაში. ყულოვმა ამ შინაარსის ბრალდება დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა. აპრილში საპროტესტო გამოსვლები მოაწყო ოპოზიციურმა ალიანსმა, რომლის ლიდერებს შორის ყულოვიც იყო. ყულოვის ადვოკატის განმარტებით, მას, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.