თალიბანის მიერ გატაცებული სამხრეთ კორეელი

თალიბანის მიერ გატაცებული სამხრეთ კორეელი 19 მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
თალიბანის მიერ გატაცებული სამხრეთ კორეელი 19 მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
უშედეგოდ დასრულდა – აცხადებს დაჯგუფების წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, გამტაცებლები ახლა წყვეტენ მძევლების ბედს. მოლაპარაკებათა გაგრძელება კი, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგანაც ავღანეთის ხელისუფლება უარს ამბობს თალიბების მოთხოვნის შესრულებაზე, რაც, სამხრეთ კორეელების სანაცვლოდ, მათი დაპატიმრებული მომხრეების გათავისუფლებას გულისხმობს.19 ივლისს გატაცებული სამხრეთ კორეელი 23 მისიონერიდან თალიბებმა ორი უკვე მოკლეს, ხოლო ორი ავადმყოფი ქალი გაათავისუფლეს.