ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხვალ

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხვალ წარადგენს ანგარიშს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხვალ წარადგენს ანგარიშს
6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ. საქმე ეხება მიომირ ჟუჟულს, ხორვატიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აგვისტოშივე ეწვია როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციას 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. მოპოვებულ ინფორმაციას ის ხვალ ვენაში გააცნობს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.