გერმანიის ხელისუფლება ეძებს დაახლოებით კიდევ

გერმანიის ხელისუფლება ეძებს დაახლოებით კიდევ 10 ეჭვმიტანილს, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ
გერმანიის ხელისუფლება ეძებს დაახლოებით კიდევ 10 ეჭვმიტანილს, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ
გერმანიაში აფეთქების გეგმის შემუშავებაში. ოთხშაბათს, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდა 3 ეჭვმიტანილის (2 – გერმანელისა და 1 - თურქის) დაკავების შესახებ, რომლებიც გერმანიაში ფართომასშტაბიან აფეთქებებს გეგმავდნენ. გერმანიის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულები ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლები არიან. გავრცელებული ცნობით, მათ სამიზნეს წარმოადგენდა ფრანკფურტის აეროპორტი და ამერიკული სამხედრო ბაზა რამშტაინში.