სერბიამ და უცხოელმა დიპლომატებმა განაახლეს

სერბიამ და უცხოელმა დიპლომატებმა განაახლეს მოლაპარაკება კოსოვოს მომავალ სტატუსზე.
სერბიამ და უცხოელმა დიპლომატებმა განაახლეს მოლაპარაკება კოსოვოს მომავალ სტატუსზე.
დღეს ლონდონში გაიმართა აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკება სერბ ოფიციალურ პირებთან. საკონტაქტო ჯგუფის წევრები ოთხშაბათს კოსოვოს ეთნიკური ალბანელების ლიდერებს შეხვდებიან. ეთნიკური ალბანელები მოითხოვენ დამოუკიდებლობას, რისი წინააღმდეგიც სერბიაა. სერბიისა და კოსოვოელი ალბანელების წარმომადგენელთა პირისპირ შეხვედრა ნიუ იორკში, 28 სექტემბერს უნდა გაიმართოს.