რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა,
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა,
რომ აშშ-ის მოსკოვში სტუმრად მყოფ დელეგაციასთან მოლაპარაკების დროს ვერ მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის გეგმის გარშემო, განათავსოს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარი. ლავროვმა ეს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეიტსთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვის თქმით, რუსეთის სურვილია, ეს გეგმა “გაიყინოს”. მისივე თანახმად, რუსეთი იძულებული იქნება, “გააბათილოს” მუქარა, რომელსაც მას ეს ფარი უქადის.