გივი თარგამაძე განმუხურის ინციდენტს "თავდასხმად" აფასებს

დღეს დილით, განმუხურის პატრიოტული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის მხრიდან შეიჭრა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული სამშვიდობო ძალების რაზმი.
რუსმა მშვიდობისდამცველებმა მძევლად აიყვანეს რამდენიმე ქართველი პოლიციელი. პრეზიდენტ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნით, დაკავებულები გაათავისუფლეს. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს და ვთხოვეთ, მსმენელისთვის განმუხურში მომხდარის შესახებ თავისი მოსაზრება გაეზიარებინა. საუბარი დავიწყეთ შეკითხვით, თუ რამ უბიძგა რუსეთის სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებს, ქართველი პოლიციელები განეიარაღებინათ და დაეკავებინათ.

(იხ. აუდიოვერსია)