საქართველოს პრეზიდენტი პირველ კომენტარს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" დღეს მიცემულ ინტერვიუში
ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ინტერვიუში მან გამოთქვა პირველი კომენტარი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი მიტინგის შესახებ. შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს, სააკაშვილმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ადამიანების მიერ თავიანთი კმაყოფილების, ან უკმაყოფილების გამოხატვა კანონის ფარგლებში. თუმცა მანვე საპროტესტო აქციები “ვარდების რევოლუციის” უნიჭო იმიტაციად მოიხსენია. გიორგი გვახარიამ თბილისში ორ კოლეგასთან ერთად უყურა საქართველოს პრეზიდენტის სატელევიზიო ინტერვიუს.

(იხ. აუდიოვერსია)