ნოემბრის მოვლენებს საქართველოს მთავრობა აფასებს

ნოემბრის მოვლენებს საქართველოს მთავრობა აფასებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და
ნოემბრის მოვლენებს საქართველოს მთავრობა აფასებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და
მთავრობის დამხობის მცდელობად, რომელშიც მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მასში აღნიშნულია, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა პასუხია საფრთხეზე, რომელიც საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიას დაემუქრა. რელიზის თანახმად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება ვითარების სტაბილიზაციის მტკივნეულ, თუმცა აუცილებელ და კონსტიტუციურ ზომას წარმოადგენდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა კი, პრესრელიზის თანახმად, იმან განაპირობა, რომ საფრთხე შეექმნა საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს.