საქართველოს პრეზიდენტის ესტონელი მრჩეველი მარტ

საქართველოს პრეზიდენტის ესტონელი მრჩეველი მარტ ლაარი
საქართველოს პრეზიდენტის ესტონელი მრჩეველი მარტ ლაარი
მიიჩნევს, რომ ევროპამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის ზეწოლის ქვეშ დატოვა. ეს განცხადება ლაარმა ევროპის საგარეო პოლიტიკის საბჭოს გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ”გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, ქვეყნები, რომელთაც სურთ კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროკავშირთან, საჭიროებენ კონკრეტულ დახმარებას, მაგალითად, შეთანხმებების გაფორმებას თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლაზე”.