საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია გამოცხადდეს ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულების მიმართ. როგორც სააკაშვილმა დღეს განაცხადა, უკვე გასცა დავალება შესაბამისი კანონპროექტის მომზადების შესახებ. მისივე თქმით, ამნისტია არ შეეხება ძალადობრივი კატეგორიის დანაშაულებებს. “ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გასამართლებულებს და ასევე კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებულებს”, განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამნისტია პირველად ცხადდება.