აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმასპინძლებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციას,
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმასპინძლებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციას,
რომელიც მომავალ კვირაში, სამშაბათს დაიწყება მერილენდის შტატში. აშშ-მა ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კონფერენციას მიიჩნევენ ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლების პირველი ფორმალური სამშვიდობო მოლაპარაკების შანსად მას შემდეგ, რაც სამშვიდობო პროცესი ამ 7 წლის წინ შეჩერდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან შონ მაკკორმაკის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. მოლაპარაკების მიზანია პალესტინელების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე შეთანხმება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კიდევ 50-მდე ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. კონფერენციაზე არ მიუწვევიათ პალესტინელების გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია "ჰამასი", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.