რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ
დემონსტრაციის მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენელების დაკავების გამო ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ “განგაში” გამოხატა. სტრასბურგში ტერი დევისმა თქვა, რომ ის “ერთობ შეშფოთებულია” გარი კასპაროვის და ბორის ნემცოვის დაკავების გამო. დევისის თქმით, რუსეთმა ხელი აქვს მოწერილი უფლებების დაცვის შესახებ ევროპის კონვენციაზე, რომელიც უფლებების დაცვის გარანტიას იძლევა. ნემცოვი და კიდევ 100 ადამიანი დღეს დააკავეს პეტერბურგში. შაბათს მოსკოვში პოლიციამ განდევნა მსგავსი მსვლელობა. მოსკოვში დააკავეს გარი კასპაროვი, რომელსაც მოგვიანებით 5 დღიანი ციხე შეუფარდეს.