აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გასცა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება
ადმინისტრაციული საზღვრების გაძლიერების შესახებ. სერგეი ბაღაფშის განცხადებით, რომელიც მისი აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას გაკეთდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეიყვანენ დამატებით შეიარაღებულ ძალებსა და მძიმე ტექნიკას, გაიხსნება დამატებითი საგუშაგოები. ბაღაფშის განმარტებით, ეს ზომები 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და კოსოვოს საკითხის განხილვას უკავშირდება. ბაღაფში ირწმუნება, რომ საქართველო ომისთვის ემზადება.