საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატისათვის სავალდებულო 50 ათასი
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატისათვის სავალდებულო 50 ათასი
მხარდაჭერის ხელმოწერების წარდგენის ვადა 6 დეკემბერს 18.00 საათზე ამოიწურა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარდამჭერთა სიების მასშტაბით ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი, მის სათვალავზეა 205 ათასი ხელმოწერა. მეორე ადგილზეა ბადრი პატარკაციშვილი, რომლის სახელზე წარდგენილ სიებში 202 170 ხელმომწერია აღრიცხული. მესამე ადგილს იკავებს დავით გამყრელიძე, რომლის წარმომადგენლებმა ცესკოში 175 ათასი ხელმოწერა წარადგინეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხელმომწერთა სიებთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, რეგისტრაცია გაუუქმა 6 საპრეზიდენტო კანდიდატს. ჯერჯერობით საარჩევნო მარათონზე 13 კანდიდატი რჩება.