ავღანეთის სამხრეთში ორი აფეთქების შედეგად

ავღანეთის სამხრეთში ორი აფეთქების შედეგად
ავღანეთის სამხრეთში ორი აფეთქების შედეგად
ოთხი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის თანახმად, მათ ორგანიზებაში თალიბები არიან ეჭვმიტანილი. ავღანეთის აღმოსავლეთში ყუნარის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა პოლიციის მანქანა, დაიღუპა ერთი ოფიცერი. ავღანეთის სპეცსამსახურის თანახმად, ქალაქ ჯალალაბადში დააკავეს თვითმკვლელი ქალი, რომელსაც ტანსაცმლის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამალული. ეჭვი აქვთ, რომ ის თალიბებთან კავშირში იმყოფება.