აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს ვეტო დაადოს

აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს ვეტო დაადოს თავდაცვის პოლიტიკის ახალ კანონპროექტს.
აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს ვეტო დაადოს თავდაცვის პოლიტიკის ახალ კანონპროექტს.
როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ჯორჯ ბუშს მიუღებლად მიაჩნია ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ამერიკაში ერაყის კაპიტალის დაყადაღების შესაძლებლობას იძლევა. კანონპროექტის მიხედვით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ამერიკის მოქალაქეები სასამართლოში შეიტანენ სარჩელს ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით.