გერმანიამ და გაეროს უშიშროების საბჭოს

გერმანიამ და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა მიაღწიეს ერთსულოვნებას
გერმანიამ და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა მიაღწიეს ერთსულოვნებას
ირანის წინააღმდეგ სანქციებზე გაეროს რეზოლუციის ახალი პროექტის შესახებ. ამ შინაარსის განცხადება ბერლინში გააკეთა გერმანიის საგაერო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. სანქციების მიზეზია ირანის უარი ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე. როგორც შტაინმაიერმა განაცხადა ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რეზოლუციის პროექტს გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი წარუდგენენ უშიშროების საბჭოს.