საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განიხილავენ საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნებს
საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განიხილავენ საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნებს
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე. ოპოზიცია არ ესწრება ბიუროს დღევანდელ სხდომას და არ აპირებს დაესწროს არც 31 იანვრის რიგგარეშე სესიას, რომელზეც პარლამენტი მთავრობის განახლებული კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. ამასთან, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მემორანდუმზეც მსჯელობენ. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" როგორც იუწყება, მასთან ინტერვიუში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილმა “ემოციურად შედგენილი” უწოდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატებისა და ოპოზიციური პარტიების 17-პუნქტიან მემორანდუმს. გაბაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს განიხილავს და დაკმაყოფილებული იქნება მისაღები პუნქტები.