აშშ და ბრიტანეთი ნატოელ მოკავშირეებს

აშშ და ბრიტანეთი ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდებენ,
აშშ და ბრიტანეთი ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდებენ,
გააგზავნონ ჯარისკაცები ავღანეთის განსაკუთრებით სახიფათო სამხრეთ რეგიონებშიც. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა ლონდონში ვიზიტის დროს, ნატოს წევრი ქვეყნებიდან მარტო რამდენიმეს ჰყავს ჯარისკაცები ავღანეთის ყველაზე უფრო სახიფათო რეგიონებში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა კი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ნატოელ მოკავშირეებს მართებთ აპრილში ბუქარესტის სამიტზე ავღანეთში ამოცანების სამართლიანად განაწილებაზე ზრუნვა.