კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა

გასული კვირა პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად
დაძაბული გამოდგა. მთავრობის წევრები განაგრძობდნენ აქტიურად მზადებას ნატოს ბუქარესტის სამიტისათვის, რომლის მსვლელობისას უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა საქართველო წევრობის სამოქმედო პროგრამას, ანუ MAP-ს. გასულ კვირაშივე პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მარათონში ჩაება, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში განაცხადების შეტანას წინ უძღვოდა 17 დღიანი შიმშილობა, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნის შემდეგ შეწყვიტებს.
(იხ. აუდიო ვერსია)