შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს უკრაინას და საქართველოს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს უკრაინას და საქართველოს
ნატოში გაწევრიანების საქმეში დახმარება აღუთქვა. ბუში დღეს კიევში იმყოფებოდა უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად. კიევიდან იგი ჩავიდაა რუმინეთში, სადაც 2-დან 4 აპრილამდე გაიმართება ნატოს სამიტი. სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია უკრაინისა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, "მაპის" მიცემა. ბუშმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთს, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, არ ექნება ალიანსის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება. ნატოს სამიტზე გამოსვლაში, რომელიც ოთხშაბათისთვის არის დაგეგმილი, ჯორჯ ბუში აპირებს ავღანეთში ბრძოლის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბროს. ვაშინგტონი ცდილობს აიძულოს ალიანსის სხვა წევრები, მეტი ჯარები და ფინანსები გაიღონ ავღანეთის სტაბილიზაციისა და აღდგენისთვის.