საფრანგეთმა შესაძლოა დამატებით რამდენიმე ასეული

საფრანგეთმა შესაძლოა დამატებით რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გაგზავნოს ავღანეთში.
საფრანგეთმა შესაძლოა დამატებით რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გაგზავნოს ავღანეთში.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დამატებითი ჯარების გაგზავნა ხელს შეუწყობდა თალიბების წინააღმდეგ ბრძოლას და ავღანეთის არმიის მომზადებას. ამჟამად საფრანგეთს 1500-მდე სამხედრო ჰყავს სამხედრო კონტინგენტში, რომელიც ნატოს მეთაურობით მოქმედებს ავღანეთში. პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ნატოს სამიტზე, ბუქარესტში გამოაცხადებს დეტალებს.