საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უარს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უარს იტყვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უარს იტყვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას
დაესწროს, თუკი მასპინძელი ქვეყნის, ჩინეთის, ხელისუფლება არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ტიბეტელთა სულიერ ლიდერთან, ინდოეთში დევნილ დალაი ლამასთან. საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო უწყების ცნობით, პარიზი აუცილებლად მიიჩნევს, რომ პეკინმა შეწყვიტოს ძალის გამოყენება ტიბეტელი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გამართოს დიალოგი დევნილ ხელისუფლებასთან. საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი სარკოზი აგვისტოს დასაწყისში მიიღებს, მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოელაპარაკება.