ღაზის სექტორის საზღვართან ძალადობის შედეგად

ღაზის სექტორის საზღვართან ძალადობის შედეგად ისრაელის 2 მოსახლე და 7 პალესტინელი დაიღუპნენ.
ღაზის სექტორის საზღვართან ძალადობის შედეგად ისრაელის 2 მოსახლე და 7 პალესტინელი დაიღუპნენ.
ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელი ექსტრემისტები შეიჭრნენ სამხრეთ ისრაელში, იერიში მიიტანეს საწვავის საცავზე და მოკლეს იქ მომუშავე ორი სამოქალაქო პირი. ორი მოიერიშე მოკლეს. 5 პალესტინელი კი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა საწვავის საცავზე თავდასხმის საპასუხოდ იერიში განახორციელა ღაზის სექტორზე. სამხრეთ ისრაელში იერიშისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს ორგანიზაცია "ისლამურმა ჯიჰადმა" და ორმა მომცრო გასამხედროებულმა ჯგუფმა.