ავღანეთში ასობით ბრიტანელი და ამერიკელი

ავღანეთში ასობით ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცის მონაწილეობით დაიწყო მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია
ავღანეთში ასობით ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცის მონაწილეობით დაიწყო მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია
სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაზე, რომელიც თალიბანის მთავარი დასაყრდენია. ამ შინაარსის ინფორმაცია ნატოს სარდლობით მოქმედი სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ჰელმანდის პროვინციაში ბევრია ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაცია. ნატოს ინფორმაციით, ოპერაცია ორშაბათს დაიწყო და მისი მიზანია გარმსერის რაიონში ავღანელი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.