ევროპის კავშირმა გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთში

ევროპის კავშირმა გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთში დამატებითი სამშვიდობო ჯარების გაგზავნის
ევროპის კავშირმა გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთში დამატებითი სამშვიდობო ჯარების გაგზავნის
შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდნატორმა ხავიერ სოლანამ ლუქსემბურგში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. “მაშინაც კი, თუ რუსი მშვიდობისდამცველების რიცხვის გაზრდა ლიმიტის ჩარჩოებს არ სცდება, თუ გვსურს დაბაძულობის განცდის შემცირება, არა მგონია გონივრული ნაბიჯი იყოს კონტინგენტის გაზრდა ახლა - და მე ეს ძალიან თავაზიანად ვუთხარი რუს მინისტრს”, განაცხადა სოლანამ.