შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თანახმად

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თანახმად, ის არ გეგმავს ირანზე თავდასხმას.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თანახმად, ის არ გეგმავს ირანზე თავდასხმას.
როგორც სტრატეგიული გეგმების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ სეტლერმა თქვა, პენტაგონს არ მიუღია ბრძანება ირანზე იერიშისთვის გეგმის შესამუშავებლად. პენტაგონში გამართულ იმავე პრესკონფერენციაზე სამხედრო ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა კარტერ ჰემმა თქვა, რომ მიმდინარე კვირაში სპარსეთის ყურეში ორი ავიამზიდის ყოფნა რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის იყო გამიზნული. მისი თქმით, ეს სიგნალი მხოლოდ ირანისთვის არ იყო განკუთვნილი.