ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან

ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან
ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან
გამართულ საგანგებო შეხვედრაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა მას საპარლამენტო თანამდებობები მისცეს. ამასთანავე პრეზიდენტმა პოლიტიკური ოპონენტები გააფრთხილა, რომ ხელისუფლება ძლიერია ისე, როგორც არასდროს და მისთვის პრობლემების შექმნის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. დღის პირველ ნახევარში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის გამოცხადება მოითხოვეს, რაც მათივე განცხადებით, სამოქმედო გეგმის საბოლოოდ განსაზღვრისთვის სჭირდებათ. დღესვე ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც ასევე გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი, კიდევ ერთხელ მოითხოვა არჩევნების შედეგების გაუქმება.