საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებისა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებისა
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებისა
და ნატო-საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან ხაზი გაესვა სამშვიდობო ფორმატების შეცვლისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების როლის გააქტიურების მნიშვნელობას.