რუსეთის ოპოზიციური პარტია იაბლოკოს დიდი

რუსეთის ოპოზიციური პარტია იაბლოკოს დიდი ხნის ხელმძღვანელმა,
რუსეთის ოპოზიციური პარტია იაბლოკოს დიდი ხნის ხელმძღვანელმა,
გრიგორი იავლინსკიმ შაბათს განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. ეს განცხადება მან მოსკოვის მახლობლად გამართულ პარტიის ყრილობაზე გააკეთა. იავლინსკი პარტიას 15 წლის მანძილზე უძღვებოდა. იაბლოკომ ვერ მოახერხა დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში მანდატების მოპოვება. დასავლელი მეთვალყურეების თანახმად, ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაუცველად ჩატარდა. იაბლოკოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგეი მიტროხინი. 45 წლის მიტროხინი 2005 წელს იქნა არჩეული მოსკოვის ქალაქის საბჭოში, სადაც იგი იაბლოკოს ფრაქციას ხელმძღვანელობდა.