ერაყმა ნავთობის ექვსი და გაზის

ერაყმა ნავთობის ექვსი და გაზის ორი ახალი საბადო გახსნა
ერაყმა ნავთობის ექვსი და გაზის ორი ახალი საბადო გახსნა
და უცხოელ ფირმებს იწვევს მათი ხანგძლივი ამოქმედებისთვის. ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰოსაინ ალ შარისტანმა ამის თაობაზე პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ბაღდადში. ბოლო ათ წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერაყი თავის სანავთობო სფეროში უცხოეთის ჩარევის საშუალებას იძლევა. ერაყი, დადასტურებული საბადოების სიდიდით, მესამეა მსოფლიოში საუდის არაბეთისა და ირანის შემდეგ.