რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ბაქოში შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს.
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ბაქოში შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს.
შეხვედრაზე მან თქვა, რომ რუსეთი აზერბაიჯანს თავის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს კავკასიაში. მედვედევმა ამასთან განაცხადა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მანძილზე და იმედი გამოთქვა, რომ ის უფრო გაიზრდება. როგორც ვარაუდობენ, შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება ორ ქვეყანას შორის ენერგიის სფეროში თანამშრომლობა. აზერბაიჯანიდან მედვედევი გაემგზავრება თურქმენეთსა და ყაზახეთში, შემდეგ კი იაპონიაში დიდი რვიანის სამიტზე.