ერაყიდან ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების

ერაყიდან ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაყვანის ვადების დადგენამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს
ერაყიდან ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაყვანის ვადების დადგენამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს
ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინსვლას, განაცხადა შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა მაიკლ მალენმა. ადმირალის აზრით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნებას ერთობ სახიფათო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში 2010 წლის შუამდე გამოიყვანს ერაყიდან ჯარებს.