რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს ოფიციალურ პირებს განუცხადა,
რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს ოფიციალურ პირებს განუცხადა,
რომ სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ბიზნესის სამყაროს წარმომადგენელთა ”დაშინება:” [მედვედევის ხმა]: ”შეგვაწუხა ამდენმა რეიდმა და შემოწმებამ კომერციულ ორგანიზაციებში. და საერთოდაც, მოვიდა დრო, ჩვენმა სამართლადამცავებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა შეწყვიტონ ბიზნესის დაშინება.”
მედვედევის თქმით, რუსეთში შეკრული წრე მოქმედებს - ბიზნესის წარმომადგენლებს უკანონო გზებით ართმევენ ფულს, მაშინ როდესაც თავად ბიზნესმენები სამართალდამცავი ინსტიტუტების კორუმპირებულობის ხარისხის ზრდას უწყობენ ხელს. მისი თქმით, ამ შეკრული წრის გარღვევის გარეშე, რუსეთის სახელმწიფოებრიობა ჩანასახის სტადიაში დარჩება.