აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ ილჰამ ალიევის

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ ილჰამ ალიევის კანდიდატურა წამოაყენა
აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ ილჰამ ალიევის კანდიდატურა წამოაყენა
ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლის ოქტომბრიდან, მამის - პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ილჰამ ალიევი პირობას დებს, რომ დაიცავს აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში. ამასობაში, წამყვანმა ოპოზიციურმა პარტია “მუსავათმა” განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყანაში შექმნილი არადემოკრატიული პირობების გამო.