სენაკის სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა.

სენაკის სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა.
სენაკის სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია ადასტურებს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გოროზია აღნიშნავს, რომ რუსებმა ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო ნარჩენები ააფეთქეს. გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის სამეგრელოს რეგიონში რუსი ოკუპანტების გადაადგილება არ შეიმჩნევა. შეთანხმების მიუხედავად, მათ საქართველოს ტერიტორია ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.