რუსი სამხედროები და მძიმე ტექნიკა

რუსი სამხედროები და მძიმე ტექნიკა კვლავ გორშია.
რუსი სამხედროები და მძიმე ტექნიკა კვლავ გორშია.
რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის შეკითხვას იმის თაობაზე, თუ როდის აპირებენ რუსული ფორმირებები ქალაქიდან გასვლას, გენერალმა ბორისოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. რუსეთის სამხედრო ძალები რჩებიან ქალაქ ზუგდიდშიც, სადაც რამდენიმე დღის წინ დაკავებული პოზიციები ჯერჯერობით არ შეუცვლიათ.