რუსეთმა გაეროში ოფიციალურად შეიტანა რეზოლუციის

რუსეთმა გაეროში ოფიციალურად შეიტანა რეზოლუციის პროექტი საქართველოში კონფლიქტის
რუსეთმა გაეროში ოფიციალურად შეიტანა რეზოლუციის პროექტი საქართველოში კონფლიქტის
დასრულების თაობაზე. როგორც იტყობინებიან, რეზოლუციის პროექტი ძირითადად იმეორებს და იწონებს ექსპუნქტიან საზავო შეთანხმებას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით იქნა მიღწეული. დიპლომატების თქმით, რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში არ ჰყავს უმრავლესობა რეზოლუციის მისაღებად. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან რუსეთის ტექსტს, ვინაიდან მასში არ არის ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს რეზოლუციის პროექტის საფრანგეთის ვარიანტს.