ოფიციალურმა პარიზმა რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა

ოფიციალურმა პარიზმა რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა
ოფიციალურმა პარიზმა რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა
ახსნას ინტერნეტსაიტ „ინგუშეტია რუ“-ს მფლობელის, მაგომედ ევლოევის მკვლელობის დეტალები. საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენელი ერიკ შევალიე შეშფოთებას გამოხატავს პრესის თავისუფლების ასეთი ხელყოფის გამო. მაგომედ ევლოევის დაკრძალვას ნაზრანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალატასიანი მიტინგი მოჰყვა.