ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში

ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერმა
ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერმა
დღეს ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე განაცხადა: [ვალდნერის ხმა] ”საფრანგეთმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ევროსაბჭოს საგანგებო სხდომა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროკავშირი ერთიანია, იქნება ერთიანი და ვფიქრობ, ეს არის მკაფიო სიგნალი ყველასთვის. მეორე ის გახლავთ, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საქართველოს, რომ რეალურად ვუჭერთ მხარს მის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ გავაკეთებთ მეტს მისი ეკონომიკისთვის და მომავალში გავაკეთებთ მეტს სამეზობლო პოლიტიკის გასაფართოებლად”. დღეს ევროკავშირის შტაბბინაში შესვლისას ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უნდა იყოს ”ძლიერი, მკაფიო და ერთსულოვანი”. მისივე თქმით, საჭიროა შეჩერდეს ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები.