რუსეთი და ევროპის კავშირი დღეს

რუსეთი და ევროპის კავშირი დღეს შეთანხმდნენ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის
რუსეთი და ევროპის კავშირი დღეს შეთანხმდნენ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის
ახალ ერთთვიან ვადაზე. ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი გაიყვანს საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მყოფ ჯარებს მას მერე, რაც რეგიონში ევროკავშირის მეთვალყურეები განთავსდებიან მომავალ თვეში. მედვედევის თქმით, ევროკავშირის ორასკაციანი ჯგუფი განთავსდება სამხრეთ ოსეთში არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა.