ევროკავშირის მიერ საქართველოში ორასის ნაცვლად

ევროკავშირის მიერ საქართველოში ორასის ნაცვლად სამასზე მეტი მეთვალყურის გაგზავნის გადაწყვეტილება,
ევროკავშირის მიერ საქართველოში ორასის ნაცვლად სამასზე მეტი მეთვალყურის გაგზავნის გადაწყვეტილება,
გაერთიანების ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. ბერნარ კუშნერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიის მსვლელობისას, ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეთვალყურეთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. კუშნერმა უმნიშვნელოვანესი უწოდა მისიას, რომელიც ევროკავშირის მეთვალყურეებმა საქართველოში პირველი ოქტომბრიდან უნდა შეასრულონ.