მაღალი რანგის რუსი ოფიცერია იმ

მაღალი რანგის რუსი ოფიცერია იმ პირებს
მაღალი რანგის რუსი ოფიცერია იმ პირებს
შორის, რომლებიც გუშინ ცხინვალში, ბუფერულ ზონაში, სავარაუდოდ, ქართველებით დასახლებულ სოფელში გატაცებული მანქანის აფეთქების შედეგად დაიხოცნენ. აფეთქებას ემსხვერპლა პოლკოვნიკი ივან პეტრიკი, კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამხედრო შტაბის მეთაური. სეპარატისტული სამხრეთი ოსეთის შიანაგან საქმეთა მინისტრის, მიხაილ მინძაევის მონაცემებით, ცხინალში აფეთქების მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა 11-მდე, დაიღუპა 8 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი. ადრე იუწყებოდნენ, რომ 7 სამხედრო იყო აფეთქების მსხვერპლი.
ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა დღეს დაგმო საქართველოში ძალადობრივი ინციდენტები და სიმშვიდისკენ მოწოდება გამოთქვა.