საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა
საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონებში სტაბილურობის და დევნილთა უსაფრთხოდ დაბრუნების ერთადერთ გზად სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიიჩნევს. ჟენევის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთის და მარიონეტი რეჟიმების ობსტრუქციული პოზიციის გამო ვერ შედგა. ამასთან თბილისს იმედი აქვს, რომ 18 ნოემბრისთვის, როდესაც ჟენევის ფორმატით მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, მოსკოვი მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.