ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია არ ადასტურებს

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია არ ადასტურებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის
ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია არ ადასტურებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის
ხელისუფალთა მტკიცებას, თითქოს საქართველოს მხრიდან ხორციელდებოდეს თავდასხმები სეპარატისტულ რეგიონში მოწყობილ საგუშაგოებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის მეთვალყურეები უფრო აქტიურად უნდა ცდილობდნენ "პროვოკაციული აქტების" აღკვეთას. მაგრამ როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა, თუ ცალკეულ უმნიშვნელო ინციდენტებს არ ჩავთვლით, ვითარება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს სტაბილურია.