რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მეორე

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები,
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები,
რომლებიც ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ოთხიდან ექვს წლამდე, ხოლო დუმისა - ოთხიდან ხუთ წლამდე გაზრდას. ეს გადაწყვეტლება დუმის შენობასთან რუსეთის მემარჯვენე პარტიებმა გააპროტესტეს. თავად სახელმწიფო სათათბიროში ცვლილებებს, კომუნისტებთან ერთად, მხარი არ დაუჭირეს ლიბერალ-დემოკრატებმა იმ მიზეზით, რომ დუმამ მათი ვარიანტი უარყო. ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებით, რუსეთის პრეზიდენტს "უმაღლესი მმართველი" უნდა დარქმეოდა, მისი უფლებამოსილების ვადა კი - შვიდ წლამდე უნდა გაზრდილიყო.