საქართველოს მოწყვეტილ ზემო აფხაზეთს მთლიანად რუსები და აფხაზები აკონტროლებენ

პარასკევის საპარლამენტო მოსმენაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაფერი უთქვა იმაზე,



თუ რა ხდება ზემო აფხაზეთში. არადა სტრატეგიული მნიშვნელობის კოდორის ხეობა, რომელიც 15 წლის განმავლობაში რჩებოდა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, აგვისტოს შემდეგ აფხაზური კანონებით იმართება. განადგურებულია ქართული სიმბოლიკა, გაუქმებულია საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო სატრანსპორტო გზით შესვლის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი და სასულიერო პირები, რომლებიც ხეობაშის ანექსიის დღიდანაც კი არ შეუწყვეტიათ ქრისტიანული მსახურება. კობა ლიკლიკაძე განაგრძობს, ზემო აფხაზეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირს, მამა გიორგი გურჩიანს ტელეფონით დაუკავშირდა.
(იხ. აუდიოვერსია)