“ამნესტი ინტერნეშნელი” მოუწოდებს ხორვატიას

“ამნესტი ინტერნეშნელი” მოუწოდებს ხორვატიას,
“ამნესტი ინტერნეშნელი” მოუწოდებს ხორვატიას,
ბოლო მოუღოს ჟურნალისტის დაშინებას. მოწოდება მოჰყვა ფაქტს, რომ ჟურნალისტმა დრაგო ჰედლემ, რომელიც წერდა რეპორტაჟებს 1991-1995 წლების ხორვატიის ომის დასაწყისში სერბების დახოცვის შესახებ, მიიღო წერილი მუქარით, რომ მოკლავდნენ. “ამნესტი” მოუწოდებს ხორვატიის ხელისუფალთ, მოაწყონ დაუყოვნებლივ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა გაირკვეს, ვინ არის ამგვარი მუქარის უკან.